Tuesday, 27 December 2022

 ვიდოერგოლი:"არა ბულინგს"

ჩვენი ეკოკლუბის წევრები ძირითად მეათე კლასელები არიან.დღეს ამ შესანიშნავმა ბავშვებმა შექმნეს ვიდეორგოლი :“მაგნოლია”-ს გვრიტები ძალადობის წინააღმდეგ❤️ - YouTube"არა ბულინგს".რომელიც იუთუბზე იქნა გამოქვეყნებული შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:ამ ვიდეორგოლის შექმნა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ტოლერანტული ,ურტიერთსემწყნარებლური ,პატივისცემაზე აგებული ურთიერთობების პოპულარიზაციას.სასკო სივრცე უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის პოზიტიური მუხტის მატარებელი და არ უნდა შეიცავდეს ძალადობის ელემენტებს.ხარისხიანი განატლება სწორედ ამას ითვალისწინებს.მოსწავლეებმა ძალიან კარგად შექმნეს ვიდეორგოლის სიუჟეტი,ამ ერთწუთიან ვიდეორგოლში ფაქტობრივად თავიანთი სათქმელი გამოხატეს.მოსწავლეებმა ამ ვიდეოთი გამოხატენ ,რომ ძალადობა არ არის უბრალოდ სიტყვა ეს არის მრავლის მომცველი ცნება რომელიც ადამიანის ემოციურ,ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობას გამოხატავს.ძლიერი,მენტალურად გაწონასწორებული ,განატლებული ადამიანი არასოდეს არ მოიქცევა ისე რომ დაჩაქგროს მასზე სუსტი ადამიანი.მენტალური ,ფიზიკური და ემოციური სიძლიერის ინდიკატორი კი ადამიანის განათლებაა.თქვენი მოთხოვნის თანახმად ავტვირთეთ ფოტომასალა.

 თავისუფალი გაკვეთილი :"ტყეების ბიომრავალფეროვნება"

მიუხედავად წინასაახალწლო განწყობისა და ირგვლივ მომრავლებული სეზონური ვირუსებისა ჩვენ სკოლაში მთელი ძალითაა გაშლილი კეცხოველის პროექტის სხვადასხვა აქტივობები.დღეს მეოთხე კლასელებს ჩაუტარდატ თავისუფალი გაკვეთილი საქართველო ტყეების ბიომრავალფეროვნების შესახებ.თავდაპირველად მოსწავლეებს ჰქონდატ შესაძლებლობა გაცნობოდენენ ზოგად ინფორმაციას  ტყეების როგორ ეკოსისტემის შესახებ.ამისათვის მატ ვაჩვენეთ ვიდეორგოლი,რომელიც განთავსებული იყო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:https://yandex.ru/video/preview/9428883263597884081.ამის შემდეგ,კლასი დავყავი 4 ჯგუფად.ბავშვები ჯგუფებში მათი შესაძლებლობების ფარგლებით დავაჯგუფეთ.ერთ ჯგუფში იყო ბავშვები რომლებიც კარგად ხატავდნენ,მეორე ჯგუფს უნდა შეექმნათ საინფორმაციო ხასიათის პოსტერი თუ როგორი ტყეები არსებობს;მესამე ჯგუფს უნდა შეექმნა ოსტერი რომელიც გამოხატავდა ადამიანის ზემოქმედებას ტყეებზე და მეოთხე ჯგუფის დავალება კი მდგომარეობდა იმაში რომ შეემუშავებინატ რეკომენდაციები,რომლებიც ადამიანებს დაანახებდა იმას თუ რატომ უნდა მოექცნენ ტყეებს გაფრთხილებით და როგორი უნდა იმოქმედონ რომ არ დააზიანონ დედამიწის ეს უნიკალური ეკოსისტემა.ამ გაკვთილის მიზანი იყო მეჩვენებინა მოსწავლეებისათვის ტყეების მნიშვნელობა,მატი დაცვისა დასენარჩუნების აუცილებლობა,აგრეთვე გამენახვებინა თუ რა საშიშროება ემუქრება კაცობრიობას თუ ტყეების განადგურება არ შესწყდება. 

Monday, 26 December 2022

 კვლევა:" ჯანსაღი ცხოვრება-კეთილდღეობის საწინდარია"

სსიპ ქ.ქუთაისის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს კვლევა თემაზე :"ჯანსარი ცხოვრება კეთილდღეობის საწინდარია".კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო მეშვიდე კლასის მოსწავლეები .სულ 48 მოსწავლე.კვლევის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ჯანსარი ცხოვრების კომპონენტების შესახებ,განახორციელეს თანატოლების ანკეტირება,შექმნეს ბუკლეტები,რომელიც შემდეგ დაურიგეს ბავშვებს.მოსწავლეების ანკეტირების საფუძველზე გამოვლინდა რომ მოსწავლეების დაახლოებით 27% აქვს ტანადობის დარღვევა და თანდართული ბტყელტერფიანობა,მოსწავლეთა 32% დრის განმავლობასი 6000 ნაბიჯზე ნაკლებს დგამს,უმეტესწილად ისინი უმოძრაო ცხოვრების წესით გამოირჩევიან,რის გამოც ხშირია თანატოლებში უხასიათობის,მუდმივი დაღლილობის და ძილიანობის შეგრძნებები.პირველადი მონაცემების შეგროვების შემდეგ პედაგოგის მიერ მოსწავლეებს მიეცათ რჩევა რომ მოეძიათ ინფორმაცია და შემდგომ თანატოლებისატვის წარედგინათ თუ როგორ უნდა მოიქცეს თითოეული მოსწავლე რომ არ განუვითარდეს ტანადობის დარღვევა,რა მნიშვნელობა აქვს აქტიური ცხოვრების წესს ცხოვრების ხარისხთან მიმართებაში და რატომ ითვლება რომ ჯანსაღი ცხოვრების კომპონენტების დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში კეთილდღეობის საწინდარია.კვლევის ბოლოს ერთ-ერთ აქტივობად მოსწავლეებმა დაისახე სასკოლო საზოგადოების წევრებისათვის მათ მიერ დამზადებული ბუკლეტები დაერიგებინათ.ასეთი ტიპის აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აქტივობას,ასევე აძლევს მათ სოციალური უნარების დახვეწისა და განვითარების შესაძლებლობას!

 კონკურსი-თამაში:"მდგრადი განვითარების მიზნები"

დღეს სსიპ .ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში ორ პარალელურ მერვე კლასებს შორის ჩატარდა კონკურსი- თამაში:"მდგრადი განვითარების მიზნების" შესახებ.ფიზიკურ გარემოში ჩატარებული ამ აქტივობის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება მდგრადი ცხოვრების წესის შესახებ.კონკურსი თამაში შედგებოდა 5 ტურისაგან.პირველ ტურში მოსწავლეთა ჯგუფებს დაურიგდათ სხვადასხვა სიტუაციების აღწერილობები.მათ წარმოდგენილი მასალიდან გამომდინარე უნდა მიეკუთვნებინათ თითოეული სიტუაცია კონკრეტული მიზნისათვის.მეორე ტურში ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი და მოსწავლეებს უნდა მოეხდინათ პრობლემის იდენტიფიცირება და წარმოედგინათ თავინათი მოსაზრება ვიდეორგოლში აღწერილი პრობლემის ირგვლივ.მესამე ტურში მათ უნდა წარმოედგინათ წინსწრებით მიცემული პრობლემური სიტუაციის ილუსტრირებული ვერსია და ესაუბრათ თუ რატომ გადაწყვიტენ რომ ეს კონკრეტული სიტუაციაა ამ კონკრეტული ილუსტრაციით გამოესახათ.მეოთხე ტურში გუნდები თავად უსვმდნენ მოწინააღმდეგე გუნდს შეკითხვებს.ხოლო მეხუთე დასკვნით ტურში მათ უნდა წარმოედგინათ თავი ,რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის სპიკერად და უნდა მიემართათ 2 წუთიანი სიტყვით აუდიტორიისათვის მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ.განხორციელებულმა აქტივობამ მთლიანად გაამართლა ის მოლოდინები რომელიც მქონდა დასახული მე როგორც განამახორციელებელს,და ვფიქრობ რომ სამომავლოდ ასეთი კონკურსის დაგეგმვა ოდნავი მოდიფიცირებით შესაძლებელი იქნება სხვა ჯგუფებთანაც.

https://www.google.com/search?83q=%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%97%E1%83%90+%E1%%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D&rlz=1C1GCEA_enGE794GE794&oq=%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%97%E1%83%90+%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D&aqs=chrome..69i57.7363j0j7&sourceid=chrome&ie=UTF-8#fpstate=ive&vld=cid:d5468ed4,vid:n9oVCi61sJw

https://www.google.com/search?q=%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90+%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A1&rlz=1C1GCEA_enGE794GE794&oq=%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90+%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A1&aqs=chrome..69i57.7664j0j7&sourceid=chrome&ie=UTF-8#fpstate=ive&vld=cid:c60a173c,vid:vuHdYNVRY5Y

წინსწრებით მიწოდებული იყო ამ ორი ვიდეორგოლის  ელექტრონული მისამართი,ამ ვიდეორგოლის თემატიკის მიხედვით უნდა შეედგინათ ნახატი.გთხოვთშეფასებისას გაითვალისწინოთ მოსწავლეების მიერ შექმნილი ილუსტრაციები.ფორმატის გამო არ ავტვირთე ყველა შექმნილი ილუსტრაცია.


 დებატები თემაზე : "ბავშვთა ქორწინების პრობლემა და უშვილობა"

სსიპ ქ.ქუთაისის N 13 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასელებში დღეს დასრულდა ორკვირიანი პროექტი "ნაადრევი ქორწინები პრობლემა და უშვილობა"პროექტის ფარგლებში მოსწავლეების მიერ განხორციელდა თანატოლთა გამოკითხვა .გამოკითხვაში 28 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა რომ მოზარდებს არ აქვთ ინფორმაცია ნაადრევ ქორწინებასტან დაკავშირებულ პრობლემებთან.რა გავლენას ახდენს ის მოზარდის როგორც ფიზიოლოგიურ ასევე ემოციურ მდგომარეობაზე.მათ არ აქვთ ინფორმაცია თუ რამდენად არის ნაადრევი ქორწინების პრობლემა დაკავშირებული უშვილობასთან.პროექტის შემაჯამებელ აქტივობაზე მოხდა მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაციის წარდგენა აუდიტორიის წინაშე.მათ შეზლეს გამოეხატა თავიანთი მოსაზრებები და ემსჯელათ ამ საკითხზე.მნიშვნელოვანია,ის რომ ყველა მოსწავლე საბოლოოდ იმ აზრზე იდგა რომ საჭიროა უფრო ფართო საგანამანატლებლო აქტივობების განხორციელება რათა მოხდეს აღნიშნული პრობლემის ირგვლივ ცნობიერების ამარლება.დებატების შემდეგ მოსწავლეებმა გადაწყვიტენ ,რომ ერთობლივად შეექმნათ კედლის გაზეთი,რომელზეც ილუსტრაციებით,გამოხატავდნენ თავიანთ სათქმელს.ბავშვების ასტი ინიციატივა ძალიან მისასალმებელია,რადგან ფაქტობრივად მათ უვითარდებათ მოხალისეობრივი უნარები ,რომ სხვადასხვა გზით მიაწოდონ სათქმელი თანატოლებს.კედლის გაზეთი განთავსდა თვლსაჩინოდ სკოლის საინფორმციო დაფაზე.

 ეკოკლუბის ბლოგი

სსიპ ქ.ქუთაისის N 13 საჯარო სკოლის ეკოკლუბის მუშაობა სულ უფრო მეტი ინტენსივობით მიმდინარეობს.მოსწავლეთა მიერ მოწოდებულ იდეებს არ აქვს საზღვარი.გარდა იმისა ,რომ აქტივობებს პორტალზე ვტვირთავთ გადავწყვითეტ რომ გაგვეკეთებინა ჩვენი ეკოკლუბის პერსონალური ბლოგი,რომელიც იქნებოდა საჯარო და ნებისმიერ მსურველს ექნებოდა შესაძლებლობა დაეთვალიერებინა ჩვენი აქტივობები,გაცნობოდა რა ეკოსაგანმანატლებლო აქტივობებს ვგეგმავთ ან ვახორციელებთ.ბლოგი თავად მოსწავლეებმა შექმნეს,და აქტივობების ატვირთვასაც საკუთარი ძალებით ახორციელებნ.არნისნული ბლოგის მიზანია ,ჩვენი საქმიანობა გავხადოთ საჯარო და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და გაეცნოს ეკოკლუბის საქმიანობას.გარდა ამისა მოსწავლეებს ბლოგის წარმოებით ეძლევათ შესაძლებლობა გაიუმჯობესონ ინტერნეტთან მუშაობის კომპეტენციები.ბლოგის ელექტრონული მისამართია https://magnolia013.blogspot.com/.პერმანენტულად ამ ბლოგზე ჩვენ მოვახდენთ ყველა ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობის ატვირთვას და იმედი გვაქვს რომ ბევრი ადამიანი შეზლებს მის ნახვას და გაგვიხარდება თუ კომენტარებსაც დაგვიწერს.

 თავისუფალი გაკვეთილი თემაზე: "მტერი თუ მოყვარე"

არსებული რეალობიდან გამომდინარე ბევრ ადამიანს მიაჩნია რომ მიკროოგრანიზმები არიან კაცობრიობის მტერი და მათი არსებობა საერთოდ არ არის საჭირო.თუმცა ეს ასე არ არის.ესგ- მიხედვით მიკროორგანიზმები ისწავლება სხვადასხვა კლასებში თუმცა მოსწავლეების უმრავლესობას მაინც არ აქვთ ნატელი წარმოდგენა ცოცხალი ორგანიზმების ამ ჯგუფის შესახებ.სწორედ ამიტომ და ეკოსაგანმანათლებო ცხნობიერების ამაღლების მიზნით მეშვიდე კლასში დავგეგმე პროექტი "მტერი თუ მოყვარე"პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს მოეძებნატ ინფორმაცია მიკროორგანიზმების ბიომრავალფეროვნების შესახებ,მოეხდინატ მოძიებული ინფორმაციის ანალიზი და ინტერპრეტირება და წარმოედგინათ საინტერესო სახით.მოსწავლეების მიერ შექმნილი ყველა პროდუქტი გამოირჩეოდ ინფორმატიულობით,მასალის კარგი გააზრებით და ვიუალური თვალსაზრისითაც იყო მიმზიდველი აუდიტორიისათვის.მათ ისაუბრეს მიკროორგანიზმების მნიშვნელობის შესახებ,ისაუბრეს იმ მიკროორგანიზმების შესახებ რომლებსაც განსაკუთრებული როლი უჭირვთ ბუნებაში მდგრადი წონასწორობის შენარჩუნების თვალსაზრისით.მოსწავლეებმა ,უხვად გასცეს რეკომენდაციები ტუ როგორ უნდა მოვიქცეტ რატ თავიდან ავიცილოთ სხვადასხვ დაავადებები და როგორის პრევენციული ღონისძიებები.ასეთი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ხარისხიანი განატლების მიღებას,აგრეთვე მოსწავლეებს უვითარდებატ უნარები თუ როგორ დაიცვან ჯანმრთელი ცხოვრების წეესი და გამოიმუშაოვონ პრევენციული ღონისძიებების დაცვის უნარები.

 შეხვედრა უკრაინიდან დროებით გადაადგილებულ პირებთან

უკრაინაში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ ჩვენს სკოლაში  განსაკუთრებულად იმატა მეზობელი ქვეყნიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ.ბავშვები,რომლებიც ბომბების წვიმას გამოექცნენ და ჩვენ ქვეყანას შეაგარენ თავი,ჩბენგან განსაკუთრებულ მხარდაჭერასა და ყურადღებას საჭიროებენ.სწორედ ამიტომ ეკოკლუბის წეცრების ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობისა და აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.შეხვედრა გაიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში.უკრაინელ ბავშვებს აინტერესებდათ რა პერსპექტივები ჰქონდათ მათ უმაღლესი განათლების გაგრძელების კუთხით იმ შრმთხვევაში თუ ომის გამო ვერ შეძლებენ დროულად  თავიანთ სახლებში დაბრუნებას.გარდა ამისა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლება ბავშვებს გააცნეს ის პირობები რასაც ქალაქი სთავაზობს მათ სხვადასხვა არასასკოლო საწრეო სწავლების კუთხით.უკრაინელმა მოსწავლეებმა მადლიერება გამოხატეს ყველა სტუმარის მიმართ და აგრეთვე სასკოლო საზოგადოების მიმართ გულთბილი მიღებისათვის და თანამშრომლობისათვის.ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეებში თანამშრომლობითი ,ტოლერანტული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.


Tuesday, 20 December 2022

 შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან თემაზე :"გენდერული თანასწორობა"

16 დეკემბერს სსიპ ქ.ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში მათემატიკის კათედრისა და ეკოკლუბის წევრების მონაწილეობით შედგა შეხვედრა ქუთაისში მცხოვრებ ცნობილ სპორტსმენებთან.განსახილველი საკითხი იყო გენდერული თანსწორობა.ხშირად სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის გავრცელებულია მოსაზრება იმისა შესახებ რომარსებობს სპორტის ისეთი სახეობები ,რომლებიც მხოლოდ მამაკაცებისათვის ან მხოლოდ ქალებისათვის არის.ბავშვებმა უამრავი კითხვა დაუსვეს ცნობილ სპორტსმენებს.თითოეულმა მათგანმა დაწვრილებით ისაუბრა საკუთარი მიღწევების შესახებ.ცობილმა ფეხბურთელებმა ისაუბრეს აგრეთვე რომ ქუთაისში არსებობდა  ქალ ფეხბურთელთა გუნდი.ასევე არსებობდა ქალთა ბალახის ჰოკეის გუნდი,რომელიც დღესაც წარმატებით ასპარეზობს და საერთაშორისო ტურნირებშიც ღებულობს მონაწილეობა.სტუმრების მიერ წარმოთქმულ მოსაზრებებში მნიშვნელოვანდ იქნა მიჩნეული,რომ ზუსტად ყოფილიყო განსაზღვრული თუ რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა ნიშნავს?მატ აღნიშნეს რომ საქართველოში ოდითგანვე არსებობდა ქალის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემისა და მოკრძალების ფაქტები.ქალები მამაკაცებთან ერთად თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. ეს არ ნიშნავს მდედრობითი სქესის წარმომადგენლის როლის ამაღლებასა და უპირატესობას ოჯახსა თუ საზოგადოებაში არამედ,მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული და ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები.დღესდღეისობით ეს ტერმინი “გენდერული თანასწორობა” ახალი ფენომენია საზოგადოებაში, და ხშირად ადამიანებს არასწორად ესმიმს მისი მნიშვნელობა.ამიტომ,ასეთი ტიპის საგანმანათლებლო აქტივობები ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ამ საკითხის სწორი რაკურსით განსაზღვრას.

 ტრენინგი თემაზე:"სათბურის ეფექტი, მეგაპოლისები, ცირკულარული ეკონომიკა-კლიმატის მდგრადობის კუთხით"

სსიპ ქ.ქუთაისის N 13 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მიმართეს თხოვნით ჩვენი სკოლის გეოგრაფიის პედაგოგს ჩაეტარებინა ლექცია "კლიმატის ცვლილებების კუთხით.პედაგოგის მიერ წინსწრებით მოხდა მოსწავლეების გამოკითხვა თუ რა აინტერესებდატ კონკრეტულად ამ მიმართულებით/მოსწავლეტა წინასწარი გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი საკითხები:"რას ნიშნავს სატბური ეფექტი და როგორ ახდენს ის გავლენას კლიმატზე?",არის თუ არა მსოფლიოს მეგაპოლისები კლიმატური ცვლილებების მიზეზი,და რას ნიშნავს ცირკულარული ეკონომიკა?მასწავლებლის მიერ მომზადდა ელექტრონული პრეზენტაცია,რომელიც ყველა ამ საკითხს ეხებოდა.პედაგოგმა დაწვრილებით ისაუბრა გაეროს მონაცემებით ,ქალაქების მოიხმარს ენერგიის მსოფლიო მოცულობის 78% და ახდენენ ატმოსფეროში სატბურის აირების დაახლოებით 60 % გადმოსროლას.ამიტომ შეიძლება ითქვას რომ მეგაპოლისები გლობალური დათბობის "ცხელ წერტილებად" იქცნენ.მაგრამ დადგა ცვლილებების დრო აუცილებელია ეს ცხელი წერტილები "მომავლის მწვანე ქალაქებად გადავაქციოთ".ტრენინგის დასრულების შემდეგ პედაგოგმა ყველა მოსწავლეს გადაუგზავნა ფოსტაზე ელექტრონული პრეზენტაცია და გასცა პასუხი მატ მიერ დასმულ შეკითხვებს.

Saturday, 17 December 2022

 მაკულატურის შეგროვების აქცია

დღეს მეექვსე კლასელებმა განახორციელეს მაკულატურის შეგროვებისა და ჩაბარების აქცია.მშობლების თანდგომით ჩვენ შევძელით დავკავშირებოდით ადგილობრივ მაკულატურის შემგროვებელ ორგანიზაციას.მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით დაახლოებით 500 კილოგრამადე მაკულატურა შეგროვდა.წინსწრებით მოსწავლეებთა მქონდა ჩატარებული ინფორმატიული ხასიათის შეხვედრა,სადაც დაწვრილებით ვესაუბრე იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანი ქაღალდის მიზნობრივი და ეკონომიური გამოყენება,რომ ყოველი დაზოგილი ფურცელი გადარჩენილ ხეებსა და ტყეებს ნიშნავს.მოსწავლეებს მივეცი ინფორმაციული ხასიათის ტექსტი ,რომელიც მოიცავდა ინფორმაციასს ტყის რესურსები მართვის შესახებ.მოსწავლეებს უნდა წაეკითხათ ტექსტი გაეზრებიანთ ,შეევსოთ მიზნობრივი რუკა და ეპასუხებინატ რამდენიმე კითხვაზე.უნდა შეექმნათ მცირე პრეზენტაცია.მოსწავლეებმა წარმატებით გაართვენ თავი.ფაქტობრივად ჩვენ ამ აქციას თეორიულად მომზადებული შევხდით.ამიტომ შემიძლია ვთქვა ,რომ ჩვენ ბრმად არ შეგვიგროვებინა მაკულატურა,არამედ თითოეულ მოსწავლეს გააზრებულია ჰქონდა ის თუ რას აკეთებდა.ამიტომ,ვფიქრობ სწორედ ამით იყო გამოწვეული ის ხალისიანი და პოზიტიური დამოკიდებულება,რომელიც მკაფიოდ სჩანს ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტოსურატებში.


 ინტერაქტიური კონკურსი-თამაში:"თამაშები მდგრადი განვითარების მიზნებზე"

ინტერაქტიური თამაში კონკურსი "თამაშები მდგრადი განვითარების მიზნებზე"განხორციელდა სსიპ ქ.ქუთაისის N13 საჯარო სკოლის მეექვსე კლასელებს შორის.ამ თამასის მიზანი იყო მოსწავლეებს დაედგინათ კონკრეტული სიტუაციიდან ან შეთავაზებული ილუსტრაციიდან დადგინატ მდგრადი განვითარების რომელ მიზანზე იყო საუბარი.თამასი სამი რაუნდისაგან შედგებოდა.მასწავლებელს წინასწარ აქვს მომზადებული დაჭრილი სურატები თავსატეხისატვის,რომელიც არეულია ერთმანეთში და ჩაწყობილია კონვერტშიამ დავალების მიზანი მდგომარეობს იმასი რომ მოსწავლეებმა ააწყონ რაც შეიძლება მეტი ტავსატეხი.ამას კი მხოლოდ თანამშრომლობით და ერთობლივი მსჯელობით შეძლებენ.ამ აქტივობის საბოლოო პროდუქტი იყო წერილი ჩემს თანატოლს -"გაიცანი მდგრადი განვითარების მიზნები"მოსწავლეებმა მისწერენ წერილები თანატოლებს,სადაც ხსნიან თიტოეული ნდგრადი განვითარების მიზნის მნიშვნელობას,მისი შესრულების აუცილებლობას,შედეგებს რომლებიც ამ მიზნის შესრულებას მოჰყვება და სთხოვს თანატოლს დაუბრუნოს პასუხი ,თუ რას ფიქრობს ამ საკითხზე.ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.და სხვადასხვასაფეხურის მოსწავლეების ერთმანეთთნა ეფექტურ კომუნიაციას.

კვლევა თემაზე:"გენდერული სტრეოტიპები არსებობა და მათი იდენტიფიცირება თანამედროვე სასკოლო საზოგადოებაში"

სსიპ ქ.ქუთაისის #13 საჯარო სკოლა წარმოადგენს მრავალეროვნულ სასკოლო საზოგადოებას სადაც შერწმულია და ჰარმონიულად თანაცხოვრობს და თანამშრომლობს სხვადასხვა ეროვნების და აღმსარებლობის  მოსწავლეები.წინამდებარე კვლევა განხორციელდა მე-8 კლასში რუსულენოვან სექტორში.თავდაპირველად კვლევა გათვლილი იყო მხოლოდ ამ ჯგუფზე.მაგრამ ,გამოკვეთილი საჭიროებებიდან მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ჩართულიყვნენ მეოთხე და მეექვსე კლასის მოსწავლეებიც.კვლევის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს მოეხდინათ გენდერული სტერეოტიპების არსებობის ფაქტები სკოლაში.ამისათვის შედგა კითხვარი, რომელიც  შედგებოდა 10 კითხვისაგან.ერთერთი კითხვა იყო ასეთი ; მოსწავლეებს უნდა დაესახელებინათ ფრაზები,  რომლებსაც  ყველაზე მეტად აწყდებოდნენ სასკოლო ცხოვრებაში ან საზოგადოებაში რომელიც გენდერულ სტერეოტიპებზე მიანიშნებდა.ასეთები ბევრი იყო.თუმცა აღსაღნიშნია,  რომ სხვადასხვა კლასის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ პასუხებში იყო  თანხვედრაც.მაგალითად:"მათემატიკა ბიჭებს უფრო ეხერხებათ ვიდრე  გოგონებს","ეს სპორტი გოგონების სპორტია";"საუკეთესო ქირურგები კაცები არიან "და სხვა

კვლევის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა ინტერვენცია.ერთ ერთი აქტივობა იყო მოსწავლეების სტუმრობა ქუთაისის სამხატვრო გალერეაში;სპორტის მუზეუმსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმში.ამ აქტივობის შედეგად მოსწავლეებმა თვალსაჩინოდ დაინახეს რომ წარმატებულობის  გამმსაზღცრელი არ არის ადამიანის სქესი.არამედ პირადი უნარები,მონდომება და შრომისმოყვარეობა განსაზღვარავს ადამიანების წარმატებულპბის მაჩვენებელს.ინტერვენციების შეფასების ეტაპზე მოსწავლეებს ბავშვებმა ისევ კითხვარი შესთავაზეს სადაც საჭირო იყო მათ დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრება განხორციელებული აქტივობების შესახებ.რამდენად მოხდა მათში დამოკიდებულებების შეცვლა.კვლევა იყო შერეული ტიპის.მოსწავლეებმა რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში შექმნენ დიაგრამები ,რომწლიც თვალსაჩინოდ ასახავდა თითოეული საკითხის ირგვლივ არსებულ სტატისტიკას.და განხორციელდა თვისებრივუ კვლევის აქტივობებიც.მაგალითად ინტერვიურება.სულ კვლევაში ჩართული მოსწავლეთა რაოდენობა იყო 52 მოსწავლე .ამათგან 32 მოსწავლე იყო საბაზო საფეხურიდან.კვლევის განხორციელების შესახებ იყო შეთანხმება სკოლის ადმინისტრაციასთან და კლასის დამრიგებლებთან ,რომლწბმაც თავის მხრივ ეს საკითხი შეათანხმეს მშობლებთან თანხმობის მიღების მიზნით.