Monday, 26 December 2022

 კვლევა:" ჯანსაღი ცხოვრება-კეთილდღეობის საწინდარია"

სსიპ ქ.ქუთაისის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს კვლევა თემაზე :"ჯანსარი ცხოვრება კეთილდღეობის საწინდარია".კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო მეშვიდე კლასის მოსწავლეები .სულ 48 მოსწავლე.კვლევის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ჯანსარი ცხოვრების კომპონენტების შესახებ,განახორციელეს თანატოლების ანკეტირება,შექმნეს ბუკლეტები,რომელიც შემდეგ დაურიგეს ბავშვებს.მოსწავლეების ანკეტირების საფუძველზე გამოვლინდა რომ მოსწავლეების დაახლოებით 27% აქვს ტანადობის დარღვევა და თანდართული ბტყელტერფიანობა,მოსწავლეთა 32% დრის განმავლობასი 6000 ნაბიჯზე ნაკლებს დგამს,უმეტესწილად ისინი უმოძრაო ცხოვრების წესით გამოირჩევიან,რის გამოც ხშირია თანატოლებში უხასიათობის,მუდმივი დაღლილობის და ძილიანობის შეგრძნებები.პირველადი მონაცემების შეგროვების შემდეგ პედაგოგის მიერ მოსწავლეებს მიეცათ რჩევა რომ მოეძიათ ინფორმაცია და შემდგომ თანატოლებისატვის წარედგინათ თუ როგორ უნდა მოიქცეს თითოეული მოსწავლე რომ არ განუვითარდეს ტანადობის დარღვევა,რა მნიშვნელობა აქვს აქტიური ცხოვრების წესს ცხოვრების ხარისხთან მიმართებაში და რატომ ითვლება რომ ჯანსაღი ცხოვრების კომპონენტების დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში კეთილდღეობის საწინდარია.კვლევის ბოლოს ერთ-ერთ აქტივობად მოსწავლეებმა დაისახე სასკოლო საზოგადოების წევრებისათვის მათ მიერ დამზადებული ბუკლეტები დაერიგებინათ.ასეთი ტიპის აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აქტივობას,ასევე აძლევს მათ სოციალური უნარების დახვეწისა და განვითარების შესაძლებლობას!

No comments:

Post a Comment