Tuesday, 27 December 2022

 თავისუფალი გაკვეთილი :"ტყეების ბიომრავალფეროვნება"

მიუხედავად წინასაახალწლო განწყობისა და ირგვლივ მომრავლებული სეზონური ვირუსებისა ჩვენ სკოლაში მთელი ძალითაა გაშლილი კეცხოველის პროექტის სხვადასხვა აქტივობები.დღეს მეოთხე კლასელებს ჩაუტარდატ თავისუფალი გაკვეთილი საქართველო ტყეების ბიომრავალფეროვნების შესახებ.თავდაპირველად მოსწავლეებს ჰქონდატ შესაძლებლობა გაცნობოდენენ ზოგად ინფორმაციას  ტყეების როგორ ეკოსისტემის შესახებ.ამისათვის მატ ვაჩვენეთ ვიდეორგოლი,რომელიც განთავსებული იყო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:https://yandex.ru/video/preview/9428883263597884081.ამის შემდეგ,კლასი დავყავი 4 ჯგუფად.ბავშვები ჯგუფებში მათი შესაძლებლობების ფარგლებით დავაჯგუფეთ.ერთ ჯგუფში იყო ბავშვები რომლებიც კარგად ხატავდნენ,მეორე ჯგუფს უნდა შეექმნათ საინფორმაციო ხასიათის პოსტერი თუ როგორი ტყეები არსებობს;მესამე ჯგუფს უნდა შეექმნა ოსტერი რომელიც გამოხატავდა ადამიანის ზემოქმედებას ტყეებზე და მეოთხე ჯგუფის დავალება კი მდგომარეობდა იმაში რომ შეემუშავებინატ რეკომენდაციები,რომლებიც ადამიანებს დაანახებდა იმას თუ რატომ უნდა მოექცნენ ტყეებს გაფრთხილებით და როგორი უნდა იმოქმედონ რომ არ დააზიანონ დედამიწის ეს უნიკალური ეკოსისტემა.ამ გაკვთილის მიზანი იყო მეჩვენებინა მოსწავლეებისათვის ტყეების მნიშვნელობა,მატი დაცვისა დასენარჩუნების აუცილებლობა,აგრეთვე გამენახვებინა თუ რა საშიშროება ემუქრება კაცობრიობას თუ ტყეების განადგურება არ შესწყდება. 

No comments:

Post a Comment