ტრენინგი:"ინოვაცია და მცირე მეწარმეობა"
მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ქუთაისის ფაბლაბ ლაბორატორიის ცენტრში მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე:"ინოვაცია და მცირე მეწარმეობა".მოსწავლეებმა კვალიფიციური ტრენერებისაგან მოისმინეს რას ნიშნავს მცირე მეწარმეობა,აგრეთვე როგორ შეიძლება კარგი იდეა აქციო რეალობად და შესაძლებლობად.კონკრეტული მაგალითების საფუძველზე მოსწავლეებმა გაეცნეს თუ რა ხელშეწყობა არსებობს საქართველოში ამ მიმართილებით.გაეცნეს პროგრამას:" აწარმოე საწართველოში".ბავშვებმა თვალსაჩინოდ დაინახეს რომ გარდა აკადემიური ცოდნისა არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანი აღიჭურვოს პრაქტიკული უნარჩვევებით.ფაქტობრივად ადამიანმა ნებისმიერი ხელსაქმე შეუძლია შემოსავლის წყაროდ აქციოს თი მას სწორ ადმინისტრირებას გაიკეთებს.მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათტვის საინტერესო შეკითხვები.მსგავსი ტიპის აქტივობები მოსწავლეებს უყალიბებს სწორ დამოკიდებილებებს?აძლევთ მათ შესაძლებლობას მისცენ საკუთარ თავს შანსი იმისა რომ აღმოაჩინონ და შეიმეცნონ რაღაც ახალი და საინტერესო.ამით სარგებელი მოუტანონ არამარტო საკუთარ თავს ასევე გარშემომყოფებსაც!
No comments:
Post a Comment