კონკურსი-თამაში:"მდგრადი განვითარების მიზნები"
დღეს სსიპ .ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში ორ პარალელურ მერვე კლასებს შორის ჩატარდა კონკურსი- თამაში:"მდგრადი განვითარების მიზნების" შესახებ.ფიზიკურ გარემოში ჩატარებული ამ აქტივობის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება მდგრადი ცხოვრების წესის შესახებ.კონკურსი თამაში შედგებოდა 5 ტურისაგან.პირველ ტურში მოსწავლეთა ჯგუფებს დაურიგდათ სხვადასხვა სიტუაციების აღწერილობები.მათ წარმოდგენილი მასალიდან გამომდინარე უნდა მიეკუთვნებინათ თითოეული სიტუაცია კონკრეტული მიზნისათვის.მეორე ტურში ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი და მოსწავლეებს უნდა მოეხდინათ პრობლემის იდენტიფიცირება და წარმოედგინათ თავინათი მოსაზრება ვიდეორგოლში აღწერილი პრობლემის ირგვლივ.მესამე ტურში მათ უნდა წარმოედგინათ წინსწრებით მიცემული პრობლემური სიტუაციის ილუსტრირებული ვერსია და ესაუბრათ თუ რატომ გადაწყვიტენ რომ ეს კონკრეტული სიტუაციაა ამ კონკრეტული ილუსტრაციით გამოესახათ.მეოთხე ტურში გუნდები თავად უსვმდნენ მოწინააღმდეგე გუნდს შეკითხვებს.ხოლო მეხუთე დასკვნით ტურში მათ უნდა წარმოედგინათ თავი ,რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის სპიკერად და უნდა მიემართათ 2 წუთიანი სიტყვით აუდიტორიისათვის მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ.განხორციელებულმა აქტივობამ მთლიანად გაამართლა ის მოლოდინები რომელიც მქონდა დასახული მე როგორც განამახორციელებელს,და ვფიქრობ რომ სამომავლოდ ასეთი კონკურსის დაგეგმვა ოდნავი მოდიფიცირებით შესაძლებელი იქნება სხვა ჯგუფებთანაც.https://www.google.com/search?83q=%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%97%E1%83%90+%E1%%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D&rlz=1C1GCEA_enGE794GE794&oq=%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%97%E1%83%90+%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D&aqs=chrome..69i57.7363j0j7&sourceid=chrome&ie=UTF-8#fpstate=ive&vld=cid:d5468ed4,vid:n9oVCi61sJw
წინსწრებით მიწოდებული იყო ამ ორი ვიდეორგოლის ელექტრონული მისამართი,ამ ვიდეორგოლის თემატიკის მიხედვით უნდა შეედგინათ ნახატი.გთხოვთშეფასებისას გაითვალისწინოთ მოსწავლეების მიერ შექმნილი ილუსტრაციები.ფორმატის გამო არ ავტვირთე ყველა შექმნილი ილუსტრაცია.
No comments:
Post a Comment