კვლევა თემაზე:"გენდერული სტრეოტიპები არსებობა და მათი იდენტიფიცირება თანამედროვე სასკოლო საზოგადოებაში"
სსიპ ქ.ქუთაისის #13 საჯარო სკოლა წარმოადგენს მრავალეროვნულ სასკოლო საზოგადოებას სადაც შერწმულია და ჰარმონიულად თანაცხოვრობს და თანამშრომლობს სხვადასხვა ეროვნების და აღმსარებლობის მოსწავლეები.წინამდებარე კვლევა განხორციელდა მე-8 კლასში რუსულენოვან სექტორში.თავდაპირველად კვლევა გათვლილი იყო მხოლოდ ამ ჯგუფზე.მაგრამ ,გამოკვეთილი საჭიროებებიდან მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ჩართულიყვნენ მეოთხე და მეექვსე კლასის მოსწავლეებიც.კვლევის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს მოეხდინათ გენდერული სტერეოტიპების არსებობის ფაქტები სკოლაში.ამისათვის შედგა კითხვარი, რომელიც შედგებოდა 10 კითხვისაგან.ერთერთი კითხვა იყო ასეთი ; მოსწავლეებს უნდა დაესახელებინათ ფრაზები, რომლებსაც ყველაზე მეტად აწყდებოდნენ სასკოლო ცხოვრებაში ან საზოგადოებაში რომელიც გენდერულ სტერეოტიპებზე მიანიშნებდა.ასეთები ბევრი იყო.თუმცა აღსაღნიშნია, რომ სხვადასხვა კლასის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ პასუხებში იყო თანხვედრაც.მაგალითად:"მათემატიკა ბიჭებს უფრო ეხერხებათ ვიდრე გოგონებს","ეს სპორტი გოგონების სპორტია";"საუკეთესო ქირურგები კაცები არიან "და სხვა
კვლევის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა ინტერვენცია.ერთ ერთი აქტივობა იყო მოსწავლეების სტუმრობა ქუთაისის სამხატვრო გალერეაში;სპორტის მუზეუმსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმში.ამ აქტივობის შედეგად მოსწავლეებმა თვალსაჩინოდ დაინახეს რომ წარმატებულობის გამმსაზღცრელი არ არის ადამიანის სქესი.არამედ პირადი უნარები,მონდომება და შრომისმოყვარეობა განსაზღვარავს ადამიანების წარმატებულპბის მაჩვენებელს.ინტერვენციების შეფასების ეტაპზე მოსწავლეებს ბავშვებმა ისევ კითხვარი შესთავაზეს სადაც საჭირო იყო მათ დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრება განხორციელებული აქტივობების შესახებ.რამდენად მოხდა მათში დამოკიდებულებების შეცვლა.კვლევა იყო შერეული ტიპის.მოსწავლეებმა რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში შექმნენ დიაგრამები ,რომწლიც თვალსაჩინოდ ასახავდა თითოეული საკითხის ირგვლივ არსებულ სტატისტიკას.და განხორციელდა თვისებრივუ კვლევის აქტივობებიც.მაგალითად ინტერვიურება.სულ კვლევაში ჩართული მოსწავლეთა რაოდენობა იყო 52 მოსწავლე .ამათგან 32 მოსწავლე იყო საბაზო საფეხურიდან.კვლევის განხორციელების შესახებ იყო შეთანხმება სკოლის ადმინისტრაციასთან და კლასის დამრიგებლებთან ,რომლწბმაც თავის მხრივ ეს საკითხი შეათანხმეს მშობლებთან თანხმობის მიღების მიზნით.
No comments:
Post a Comment