Saturday, 17 December 2022

 ეკოსაგანმანათლებლო ტური ნავენახების მღვიმეში

ეკოსაგანმანათლებლო ტური დავგეგმეთ იმერეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად.ტურის მიზანი იყო ბავშვები გაცნობოდნენ ნავენახების მღვიმის მაგალითზე მღვიმეების ეკოსისტემებს.მღვიმეები დედამიწის ეკოსისტემებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა უჭირავთ თავიანთი უნიკალურობით.ეკოტურიის გამართვამდე ნავენახების მღვიმის საკონფერენციო სივრცეში მოსწავლეებმა ისაუბრეს მდგრადი განვითარების მიზნებზე.შეხვედრას ინტერაქტიური ხასიათი ჰქონდათ.კითხვა პასუხის რეჟიმში მოსწავლეებმა შეძლეს თავიანთი აზრის დაფიქსირება და არგუმენტირებულად ინსჯელეს ადამიანის როლზე დედამიწის ეკოსისტემების განვითარებაზე.დღესდღეობით ადამიანი უხეშად ერევა ბუნებრივი რესურსების მოხმარებაში.ბუნებათსარგებლობამ ისეთი მასშტაბები მიიღო ,რომ დაირღვა დინამიური ბალანსი.ადამიანის მიერ მოხმარებული ბუნებრივი რესურსების მოცულობამ გამოფიტა დედამიწა,და უამრავი ადამიანი შიმშილის ზღარზე არის.დედამიწა ვეღარ უძრუნველყოფს საკვებითა და საჭირო რესურსებით ადამიანებს.სწორედ,ამიტომ არის მნიშვნელოვანი მომავალმა თაობამ მიიღოს სწორი ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ.მღვიმეში გამართყლი ეკოტური ამ საინტერესო აქტივობის შთამბეჭდავი დასასრული გამოდგა.


No comments:

Post a Comment