Friday, 9 December 2022

 ონლაინ-კამპანია სოციალურ ქსელში:"წყლის რაციონალური მოხმარების მართვა"

წყალი სიცოცხლისათვის აუცილებელი ნივთიერებაა, ის ადამიანის სხეულის 65%-სა და მცენარეების სტრუქტურის 90%-ს შეადგენს. წყლის გარეშე არსებობა არცერთ ცოცხალ არსებას არ შეუძლია.
1990 წლის შემდეგ 2,6 მილიარდმა ადამიანმა მოიპოვა წვდომა სასმელი წყლის გაუმჯობესებულ წყაროებზე. მაგრამ 750 მილიონ ადამიანზე მეტს ჯერ კიდევ სუფთა წყალზე წვდომა შეზღუდული აქვს.
წყლის დეფიციტი აწუხებს მსოფლიო მოსახლეობის 40%-ზე მეტს და ეს რიცხვი თანდათან იზრდება.
ჩამდინარე წყლების 80%-ზე მეტი, რომელიც ადამიანების აქტივობების შედეგია, მდინარეებში ან ზღვაში ჩაედინება ყოველგვარი გაწმენდის გარეშე.
საქართველო მდიდარია მტკნარი წყლის რესურსით. ეს ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრეა!
წყალს მოფრთხილება სჭირდება, ამიტომ ნუ გექნება ღია ონკანი, როდესაც წყალი არ გჭირდება!
მოიხმარე წყალი საჭიროებისამებრ! ჭურჭლის გარეცხვის შემდეგ ონკანს ღიას ნუ დატოვებთ!
• გაითვალისწინეთ სწრაფი შხაპიც შეიძლება იყოს სასიამოვნო!
• მოერიდე წყალს და მოერიდე შენს ფინანსებს!
• გაეცანი ლიტერატურას წყლის მნიშვნელობის შესახებ, რათა განსაზღვრო საკუთარი როლი წყლის მოხმარების მართვაში!
წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსია და შენი ქმედებებით გახადე ის ხელმისაწვდომი ყველასთვის!
ასე დაიწყო ჩვენი ონლაინ-კამპანია,რომელიც ეკოკლუბის წევრი ნიკა ფორჩხიძის მიერ ინიცირდა სოციალურ ქსელში.მოსწავლის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების შესახებ მოჰყვა მომენტალური გამოხმაურება.მოხდა ამ პოსტის გაზიარება.შედეგად ბევრმა ადამინმა წაიკითხა და გადააზიარა თავის გვერდზე.ასეთი ტიპის კამპანიები ხელს უწყობს საზოგადოებაში ცნობიერების დონის ამაღლებას.მოსწავლეებში კი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის მატებას!
კომპანიის შეჯამებისას პოსტის ავტორმა მოახდინა თანატოლების გამოკითხვა ინტერვიურების შედეგად გამოიკვეთა,რომ სკოლის ბევრ მოსწავლეს აქვს წაკითხული და გაზიარებული პოსტი.და თავის პასუხებში აფიქსირებდნენ ,რომ ასეთი ტიპის კამპანიები ხელს შეუწყობს წყლის რესურსების რაციონალური მართვის საკითხის გადაწყვეტას!


No comments:

Post a Comment