Monday, 26 December 2022

 შეხვედრა უკრაინიდან დროებით გადაადგილებულ პირებთან

უკრაინაში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ ჩვენს სკოლაში  განსაკუთრებულად იმატა მეზობელი ქვეყნიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ.ბავშვები,რომლებიც ბომბების წვიმას გამოექცნენ და ჩვენ ქვეყანას შეაგარენ თავი,ჩბენგან განსაკუთრებულ მხარდაჭერასა და ყურადღებას საჭიროებენ.სწორედ ამიტომ ეკოკლუბის წეცრების ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობისა და აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.შეხვედრა გაიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში.უკრაინელ ბავშვებს აინტერესებდათ რა პერსპექტივები ჰქონდათ მათ უმაღლესი განათლების გაგრძელების კუთხით იმ შრმთხვევაში თუ ომის გამო ვერ შეძლებენ დროულად  თავიანთ სახლებში დაბრუნებას.გარდა ამისა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლება ბავშვებს გააცნეს ის პირობები რასაც ქალაქი სთავაზობს მათ სხვადასხვა არასასკოლო საწრეო სწავლების კუთხით.უკრაინელმა მოსწავლეებმა მადლიერება გამოხატეს ყველა სტუმარის მიმართ და აგრეთვე სასკოლო საზოგადოების მიმართ გულთბილი მიღებისათვის და თანამშრომლობისათვის.ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეებში თანამშრომლობითი ,ტოლერანტული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.


No comments:

Post a Comment