Tuesday, 20 December 2022

 შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან თემაზე :"გენდერული თანასწორობა"

16 დეკემბერს სსიპ ქ.ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში მათემატიკის კათედრისა და ეკოკლუბის წევრების მონაწილეობით შედგა შეხვედრა ქუთაისში მცხოვრებ ცნობილ სპორტსმენებთან.განსახილველი საკითხი იყო გენდერული თანსწორობა.ხშირად სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის გავრცელებულია მოსაზრება იმისა შესახებ რომარსებობს სპორტის ისეთი სახეობები ,რომლებიც მხოლოდ მამაკაცებისათვის ან მხოლოდ ქალებისათვის არის.ბავშვებმა უამრავი კითხვა დაუსვეს ცნობილ სპორტსმენებს.თითოეულმა მათგანმა დაწვრილებით ისაუბრა საკუთარი მიღწევების შესახებ.ცობილმა ფეხბურთელებმა ისაუბრეს აგრეთვე რომ ქუთაისში არსებობდა  ქალ ფეხბურთელთა გუნდი.ასევე არსებობდა ქალთა ბალახის ჰოკეის გუნდი,რომელიც დღესაც წარმატებით ასპარეზობს და საერთაშორისო ტურნირებშიც ღებულობს მონაწილეობა.სტუმრების მიერ წარმოთქმულ მოსაზრებებში მნიშვნელოვანდ იქნა მიჩნეული,რომ ზუსტად ყოფილიყო განსაზღვრული თუ რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა ნიშნავს?მატ აღნიშნეს რომ საქართველოში ოდითგანვე არსებობდა ქალის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემისა და მოკრძალების ფაქტები.ქალები მამაკაცებთან ერთად თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. ეს არ ნიშნავს მდედრობითი სქესის წარმომადგენლის როლის ამაღლებასა და უპირატესობას ოჯახსა თუ საზოგადოებაში არამედ,მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული და ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები.დღესდღეისობით ეს ტერმინი “გენდერული თანასწორობა” ახალი ფენომენია საზოგადოებაში, და ხშირად ადამიანებს არასწორად ესმიმს მისი მნიშვნელობა.ამიტომ,ასეთი ტიპის საგანმანათლებლო აქტივობები ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ამ საკითხის სწორი რაკურსით განსაზღვრას.

No comments:

Post a Comment