Saturday, 4 February 2023

 პროექტი:"გენდერული თანასწორობა და თანამედროვე საზოგადოება"

პროეექტი :"გენდერული თანასწორობა და თანამედროვე საზოგადოება" დაიგეგმა და განხორციელდა მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შორის.პროექტი ხანგრძლივობა იყო ორი კვირა.პროექტი რამდენიმე აქტივობისაგან შედგებოდა მათ სორის იყო ინფორმაციის მოძიება,გადამუშავება და პროექტის დასკვნითი ღონისძიებისათვის პრეზენტაციის მომზადება.მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფორმატი საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩიეს.ზოგმა მათგანმა შექმნა ელექტრონული პრეზენტაცია,ბევრმა კი შექმნა პოსტერები.პროექტში ჩარტული იყო მეშვიდე კლასის ყველა მოსწავლე ,სულ 27 მოსწავლე.დასკვნით რონისძიებაზე მოსწავლეების მიერ წარმოდგენილმა მასალამ გამოიწვია დისკუსია,კერძოდ შეეხო თანამედროვე საზოგადოებაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებს.მოსწავლეთა მოსაზრებებით სამწუხაროდ ამ ტერეოტიპებისაგან არც სკოლა არის თავისუფალი და არც მედია საშუალებები.მოსწავლეებმა არგუმენტირებულად იმსჯელეს ამ საკიტხის ირგვლივ და სამომავლოდ მათ არ გაუჭირდება ისეთი ტერმინების დეფინიცია როგორიცაა გენდერი;გენდერული თანასწორობა;გენდერული სტერეოტიპი;გენდერული დისკრიმინაცია;მეცნიერული ფაქტები ვაჟებისა და გოგონების ფიზიოლოგიიის საკითხებში;საკანონმდებლო ჩარჩო გენდერული ტანასწორობის შესახებ და სხვა.მოსწავლეებმა პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე ერთგვარი რეკომენდაციებიც კი გასცენ ,რასაც შეჯამებული ვერსიით წარმოვად აქ:უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავში შევძლოთ გენდერული სტერეოტიპის დარღვევა;კარგი იქნება ტუ ბევრი  ინტერაქტიური ღონისძიებების მოწყობა ,ხელს შეუწყობს საკითხის ირგვლივ საზოგადოებასი ცოდნის ამაღლებას;კარგი იქნება თუ საკანონმდებლო ნორმატიული აქტები გენდერის შესახებ იქნება გამოკრული ტვალსაჩინო ადგილას და სხვა




No comments:

Post a Comment