"წიგნებში გაცოცხლებული ბუნების პერსონაჟები"
წიგნის კითხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობა ძალიან დიდი მონდომებით აღინიშნა მეოთხეკლასელებთან.ლიტერატურულ საღამოზე ბავშვებმა წაიკითხეს ნაწყვეტები სხვადასხვა მხაყვრული ლიტერატურის ნაწარმოებიდან,რომელიც ეხებოდა ბუნებას.წიგნის კითხვისას უხვად შეიძლება წავაწყდეთ ბუნებაში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების ხატოვან აღწერას.ეს განსხვავებულ ემოციებს აღზრავს მოზრდილებში.მნიშვნელოვანია მოსწავლემ სწორად გაიაზროს წაკითხული
ამიტომ არანაკლებ მნიშვნელოვანია წაკითხულის შემდეგ მოსწავლემშეძლოს არგუმენტირებული და დასაბუთებული მსჯელობა საკუთარი დამოკიდებულებების გამოსახატად.ლიტერატურულმა საღამომ და მოსწავლეთა აქტივობამ თვალსაჩინოდ დაგვანახა რომ ბავშვებს არ უჭირთ წაკიყხულის გააზრება,მეტიც მათ თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი აზრების გამოხატვა.
მსჯელობისას გამოიკვეთა ,რომ მოსწავლეები ითავისებენ ადამიანის როლს ბუნებაში,იციან რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანმა შეცვალოს თავისი მომხმარებლური დამოკიდებულება რაციონალური ქმედებებით.ეს პირველ რიგში სასარგებლო იქნება თვითონ ადამიანისათვის.და ბოლოს ასეთი აქტივობები ხელს უწყობს ხარისხიანი განათლებისა და ბუნებისადმი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში,პატრიოტუზმის გაღვივებაში.
No comments:
Post a Comment