Saturday, 4 February 2023

 ტრენინგი თემაზე :"კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციის გავრცელება"

ნიკო კეცხოველის პროექტის პორტალის დახმარებით ბავშვებმა გაეცნენ კენწერო ჯიზე გამოქვეყნებულ სხვადასხვა ტრენინგმოდულებს.ერთ-ერთი ასეთი ტრენინგმოდული იყო კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციის გადაცემა.რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებელი იყო მცირე ქვიზის გავლა .ქვიზის გავლით მოსწავლეებმა შეძლეს ცოდნის დადგენა საკითხის ირგვლივ.ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები.დაამუშავეს რა არსებული ინფორმაცია,დაგეგმეს და განახორციელეს პრაქტიკული აქტივობა.პრაქტიკული აქტივობის მიზანს წარმოადგენდა რომ მათ პრაქტიკული ქმედებებით ჰქონოდათ შესაძლებლობა დაკვირვენოდნენ ხდებოდა თუ არა ინფორმაციის დამახინჯება ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემისას.ასევე ემსჯელათ თუ რამდენად არიან ისინი დაცული არასწორი ინფორმაციის ზემოქმედებისკან რომელიც ინტერნეტსივრცეში ვრცელდება.აქტივობამ მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართილობით,მათი აქტიური მონაწილეობით  განხორციელდა.მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნები,არგუმენტირებულად იმსჯელეს და შეძლეს პასუხი გაეცათ ბევრ საინტერესო კითხვაზე.სამომავლოდ,ბავშვები კიდევ გეგმავენ გაეცნონ კენწრროს აქტივობებს და მოახდინონ მათი პრაქტიკაში რეალიზება.



No comments:

Post a Comment