Saturday, 4 February 2023

 პრაქტიკული სამუშაო:"ქვეწარმავლების დაცვა ხელოვნური ეკოსისტემების შექმნით"

მეექვსე კლასელებმა განახორციელეს პროექტი ქვეწარმავლების ბიომრავალფეროვნების დაცვა.ამ.პროექტის დასკვნითი აქტივობა იყო ხელოვნური ეკოსისტემების შექმნა ქვეწარმავლების ბიომრავალფეროვნებისათვის.წინსწრებით ბავშვებმა მოაგროვეს პრაქტიკული სამუშაოსათვის საჭირო ყველა მასალა.გაკვეთილზე მოხდა ჯგუფების გადანაწილება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.ჯგუფებში მოსწავლეებმა იმსჯელეს იმაზე თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა,რატომ იქნება აქტუალური მათ მიერ შექმნილი ეკოსისტემის მოდელი,რა სარგებელს მოიტანს ეს ბუნებისათვის,ხომ არ დაარღვევს ხელოვნურად შექმნილი ეკოსისტენა ბუნებრივ ბალანს.მოსწავლეებმა მონდომებით იმუშავეს და ცდილობდნენ რომ მათ მიერ შექმნილი მაკეტი მაქსიმალურად ყოფილიყო დაახლოებული რეალურ ბუნებრივ პირობებს.ასეთი ტიპის სამუშაოს ბავშვები ასრულებენ ხალისით,მონდომებით.ეს არამარტო ხელს უწყობს მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას,არამედ ხდება ცოდნის ტრანსფერი და თანამშრომლობითი კულტურის დახვეწა. ,მოსწავლეებისაგან წამოსული იდეის  ტანახმად სკოლის ლაბორატორიაში შევქმენით ბიმრავალფერობნების კუთხე .



No comments:

Post a Comment