Saturday, 4 February 2023

 თავისუფალი გაკვეთილი თემაზე:"რაციონალური ბუნებასარგებლობა და ცირკულარული ეკონომიკა"

  • ჩვენ გამოვეხმაყრეთ ეკოკლუბ "მაგნოლიას" მიერ 26 იანვარს ჩატარებულ აქციას რომელიც ეხებოდა ეკოლოგიური განათლების საერთაშორისო დღეს და დღეს ჩავატარეთ თავისუფალი გაკვეთილი თემაზე :რაციონალური ბუნებასარგებლობა და ცირკულარული ეკონომიკა".გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა ბავშვებს გაეაზრებინათ რა არის რაციონალური ბუნებასარგებლობა და რა კავშირშია ის ცირკულარულ ეკონომიკასთან.ამისათვის ,გამოვიყენე შებრუნებული საკლასო ოთახის პრინციპი.და ბავშვებს წინსწრებით მივაწოდე საინფორმაციო ტექსტი ამ საკითხებს ირგვლივ.ბავშვენს ევალებოდათ ტექსტი გაეაზრებინათ და წაეკითხად.გაკვეთილზე შემთხვევით პრინციპით დავაჯგუფე ბავშვები.შეიქმნა 4 ჯგუფი.თითოეულ ჯგუფს მივეცი დავალება გაერჩიათ სახლში მიცემული საინფორმაციო ტექსტი და ჩამოეყალიბებინათ პასუხები შემდეგ კითხვებზე:
  • რას ნიშნავს რაციონალური ბუნებასარგებლობა?
  • რა არის ცირკულარული ეკონომიკა?
  • რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირია ამ ორ პროცესს შორის?
  • არის თუ არა შესაძლებელი ქვეყნის მდგრადი განვითარება ამ ორი მოვლენის გათვალისწინების გარეშე?
  • რამდენად არის ჩბენ ქვეყანაში გავრცელებული რაციონალური ბუნებასარგებლობის მოვლენა?
  • არის თუ არა რაციონალური ბუნებასარგებლობა კლიმატის ცვლილებებისაგან თავდაცვის გადამწყვეტი ხერხი? და სხვა.მოსწავლეების მიერ შექმნილმა პრეზენტაციებმა წარმოშვა სადისკუსიო საკითხები.რომელზწც თითოეული მოსწავლე ცდილობდა დაეფიქსირებინა თავიანთი არგუმენტირებული პასუხი.აღსანიშნავია რომ.ეს თემები არ ისწავლება არც ერთ საგანში და ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი რომ მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს სხვადასხვა საგნის ცოდნა და ამ ცოდნის ერთმანეთტან ინტეგრირება.ჩვენ კიდევ ბევრ სხვა აქტივობას ვგეგმავთ ამ კუთხით,მაგრამ აქ კი მინდა ავღნიშნო კეცხოველის პროექტში ჩართვამ არამარტო მოსწავლეთა ეკოლოგიური განათლების ზრდას შეუწყო ხელი,არამედ სკოლაში მთლიანად შეიცვალა მიკროკლიმატი.ბავშვების ფანტაზიას და იდეებს არ აქვს საზღვარი,რაც ნამდვილად სასიხარულო და მოსაწონია.


No comments:

Post a Comment