Saturday, 4 February 2023

 არაფორმალური პრაკტიკული აქტივობა:"ჩვენ ვიკვლევთ საკვების სიჯანსაღეს"

დღეს ჩვენი სკოლის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში ჩაყარდა არაფორმალური პრაქტიკული აქტივობა საკვები პროდუქტების სიჯანსაღესთან დაკავშირებით.მასწავლებლის მიერ წინსწრებით მომზადებულ იქნა ყველა საჭირო რესურსი.ესენი 3 სხვადასხვა ჯიშის ვაშლი:გოლდენი,სტარტი და ანტონოვკა,აგრეთვე ორანჟერიისა და ჩვეულებრივ პირობებში მოყვანილი ცერეცოს რამდენიმე ღერი.პროდუქტები წინასწარ დამზადებული ექსტრაქტების ქიმიური ანალიზით მოსწავლეებს უნდა დაედგინათ მათში აზოტის კონცენტრაცია.მოსწავლეებს მასწავლებელმა მიაწოდა ინფორმაცია თუ რამდენი იყო აზოტის ნორმირებული კონცენტრაცია პროდუქტებში.აღმოჩნდა რომ წარმოდგენილი ვაშლი ჯიშების ექსტრაქტებიდან ყველაზე მაღალი კონცენტრაცია იყო გოლდენის ჯიშის ვაშლში,ხოლო მწვანილებიდან ორანჟერიაში მოყვანილ ცერეცოში.მოსწავლეების გაკვირვება გამოიწვია იმან რომ სათბურის მწვანილში აზოტის ლონცეტრაცია ორჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.ჭარბი აზოტი მავნებელია ადამიანის ორგანიზმისათვის.მასწავლებელმა ბავშვებს დაავალა მოეძიათ ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ჭარბი აზოტი მოაცილო სახლის პირობებში მწვანილს.ამ აქტივობამ ბავშვებში დიდი მოწონება დაიმსახურა.ისინი ინტერესით ატარებდნენ ცდებს და თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან.



 ვიზიტი პროფესიულ კოლეჯ "იბერია"-ში

დღეს 25 იანვარს ჩვენი სკოლის ეკოკლუბელების ხელშეწყობით მოხდა მეათე კლასელელებისათვის ვიზიტის ორგანიზება ქუთაისის პროფესიულ სასწავლებელში "იბერია".ეკოკლუბელებმა წინსწრებით წერილობით მიმართეს კოლეჯის ადმინისტრაციასა და სთხოვეს რომ მათთვის ჩაეტარებინათ პრაქტიკული და ლექციური სემინარი კოლეჯის სექციებში.კოლეჯის ლექტორ-მასწავლებლებმა გააცნეს მოსწავლეებს თუ რა შესაძლებლობა აქვს ადამიანებს პროფესიული განვითარების კუთხით საქართველოში.ლექციური აქტივობის შემდეგ ჩვენ შევძელით რომ გავცნობოდით კოლეჯის ხეზე კვეთისა და რკინის ნედლეულის დამუშავების ლაბორატორიას.მასპინძლებმა დაწვრილებით ესაუბრეს ბავშვებს თუ როგორ ხდებოდა კონკრეტულ დაზგებზე მუშაობა.ხის დამუშავებისას რა დეტალების გაკეთება არის შესაძლებელი ელექტრონულ დაზგებზე და რა უნდა დამუშავდეს აუცილებლად ხელით.ოსტატის ხელმძღვანელობით ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ აქტივობაში.კერძოდ,მათ შეძლეს სპეციფიკური ხელსაწყოს ჭოპოსანის გამოყენება.ამ აქტივობამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა მოსწავლეებში.სახალისო პრაქტიკულმა აქტივობებმა და ძალიან საინტერესოდ გადმოცემულმა თეორიულმა მასალამ ბავშვებს გაუჩინა სურვილი რომ კიდევ ერთხელ სწვეოდნენ კოლეჯის უკვე სხვა ლაბორატორიებს.


 ტრენინგი:"ინოვაცია და მცირე მეწარმეობა"

მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ქუთაისის ფაბლაბ ლაბორატორიის ცენტრში მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე:"ინოვაცია და მცირე მეწარმეობა".მოსწავლეებმა კვალიფიციური ტრენერებისაგან მოისმინეს რას ნიშნავს მცირე მეწარმეობა,აგრეთვე როგორ შეიძლება კარგი იდეა აქციო რეალობად და შესაძლებლობად.კონკრეტული მაგალითების საფუძველზე მოსწავლეებმა გაეცნეს თუ რა ხელშეწყობა არსებობს საქართველოში ამ მიმართილებით.გაეცნეს პროგრამას:" აწარმოე საწართველოში".ბავშვებმა თვალსაჩინოდ დაინახეს რომ გარდა აკადემიური ცოდნისა არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანი აღიჭურვოს პრაქტიკული უნარჩვევებით.ფაქტობრივად ადამიანმა ნებისმიერი ხელსაქმე შეუძლია შემოსავლის წყაროდ აქციოს თი მას სწორ ადმინისტრირებას გაიკეთებს.მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათტვის საინტერესო შეკითხვები.მსგავსი ტიპის აქტივობები მოსწავლეებს უყალიბებს სწორ დამოკიდებილებებს?აძლევთ მათ შესაძლებლობას მისცენ საკუთარ თავს შანსი იმისა რომ აღმოაჩინონ და შეიმეცნონ რაღაც ახალი და საინტერესო.ამით სარგებელი მოუტანონ არამარტო საკუთარ თავს ასევე გარშემომყოფებსაც!



 ეკოსაგანმანანთლებლო აქცია სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა შტოების ჩართულობით

დღეს 26 იანვარს აღინიშნება ეკოლოგიური განატლების საერთაშორისო დღე.ეს დღე დაწესდა 1972 წელს სტოკჰოლმში.დამაარსებლების მიერ შემუშავებულ იქნა დეკლარაცია,რომლიც თანახმადაც შემუშავებულ იქნა კრიტერიუმების ნუსხა,რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ის ქვეყანა რომელიც ხელს მოაწერს ამ დეკლარაციას.ამ დეკლარაციის და ამ დღის დაარსების მიზანი გახლდა დედამიწაზე მიღწეულ ყოფილიყო ისეთი მდგომარეობა როდესაც ადამიანი ჰარმონიულ თანაცხოვრებაში იქნებოდა ბუნებასთან.ამიტომ ჩვენ მნიშვნეოოვნად ჩავთვალეთ ,რომ სასკოლო საზოგადოების ყველა წევრ სცოდნოდა ასეთი დღის  შესახებ,სცოდნოდა მისი მნიშვნელობა.მოსწავლეების მიერ წინსწრებით და ძალიან მონდომებით შეიქმნა პოსტერები,საინფორმაციო ბუკლეტები ,ტრანსპარანტები.აქციის ჩატარების დროს ავითეთ გაკვეტილების შემდგომ პერიოდი.ამ დროს სკოლის ეზოსი ყველაზე მეტი ადამიანია.ფაქტიურად ორი სხვადასხვა სკოლის ბავშვები რადგანაც სკოლაში მეორე სმენაში სხვა სკოლა სწავლობს.მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სიტყვით მიმართეს საზოგადოებას,ისაუბრეს ტუ რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ზრუნადვდეს თავის საარსებო გარემოზე აგრეთვე დაკავებული იყოს რაციონალური ბუნებასარგბლობით.აქციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა სასკოლო თემში დაარიგეს ფლაერები.ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი მაღალი პასუხიმგებლობა და თავისი სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია.



 შეხვედრა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან

ეკოკლუბის წევრების ინიციატივით ჩვენ დავგეგმეთ და მოვაწყვეთ შეხვედრა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან.ჩვენ ვეწვიეთ სტილისტებს,სამკერვალო საამქროს და ელექტროინჟინრის სახელსნოს.ბავშვები გაესაუბრენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს,დაუსვენ მათ შეკითხვები.ყველა ადამიანი რომელთანაც კი მოვაწყვეთ შეხვედრა ერთხმად აღნიშნავდა რომ პროფესიაში უმთავრესია საქმის აიყვარულით კეთება,რომ უპირველესად ეს შენთვის იყოს სასიამოვნო.აი სწორედ ,ამ შემთხვევაში გახდება შენთვის ეს საქმე ღირსეული სამუშაო,წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანისათვის ეს გაუსაძლისი გახდება.ჩვენ ქვეყანაში არის ბევრი ისეთი ნიშა რომწლიც აუთვისებელია და აშკარად იგრძნობა პროფესიონალების ნაკლებობა.ამიტომ,მნიშვნელოვანია სკოლაში დაიგეგმოს და ჩატარდრს პროფორიენტაციის გაკვეთილები.ეს დაეხმარრბა ახალგაზრდებს მოძებნონ ისეთი პროფესია,რომელიც მათტვის იქნება საინტერესო და სარგებლის მომცემი.ბავშვები აქტიურად ჩაერთენ პრაქტიკულ აქტივობებში რომელიც მათ შესთავაზეს მასპინძლებმა.მათ მოსინჯეს ძალები და ძალიანაც მიეწონათ.წამოვიდა იდეები რომ კიდევ უფრო სხვა პროფესიის ადამიანებს გაცნობოდნენ ,რომ უფრო მეტი ინფორმაციები ჰქონდეთ სხვადასხვა პროფესიების შესახებ.



 თავისუფალი გაკვეთილი თემაზე:"რაციონალური ბუნებასარგებლობა და ცირკულარული ეკონომიკა"

  • ჩვენ გამოვეხმაყრეთ ეკოკლუბ "მაგნოლიას" მიერ 26 იანვარს ჩატარებულ აქციას რომელიც ეხებოდა ეკოლოგიური განათლების საერთაშორისო დღეს და დღეს ჩავატარეთ თავისუფალი გაკვეთილი თემაზე :რაციონალური ბუნებასარგებლობა და ცირკულარული ეკონომიკა".გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა ბავშვებს გაეაზრებინათ რა არის რაციონალური ბუნებასარგებლობა და რა კავშირშია ის ცირკულარულ ეკონომიკასთან.ამისათვის ,გამოვიყენე შებრუნებული საკლასო ოთახის პრინციპი.და ბავშვებს წინსწრებით მივაწოდე საინფორმაციო ტექსტი ამ საკითხებს ირგვლივ.ბავშვენს ევალებოდათ ტექსტი გაეაზრებინათ და წაეკითხად.გაკვეთილზე შემთხვევით პრინციპით დავაჯგუფე ბავშვები.შეიქმნა 4 ჯგუფი.თითოეულ ჯგუფს მივეცი დავალება გაერჩიათ სახლში მიცემული საინფორმაციო ტექსტი და ჩამოეყალიბებინათ პასუხები შემდეგ კითხვებზე:
  • რას ნიშნავს რაციონალური ბუნებასარგებლობა?
  • რა არის ცირკულარული ეკონომიკა?
  • რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირია ამ ორ პროცესს შორის?
  • არის თუ არა შესაძლებელი ქვეყნის მდგრადი განვითარება ამ ორი მოვლენის გათვალისწინების გარეშე?
  • რამდენად არის ჩბენ ქვეყანაში გავრცელებული რაციონალური ბუნებასარგებლობის მოვლენა?
  • არის თუ არა რაციონალური ბუნებასარგებლობა კლიმატის ცვლილებებისაგან თავდაცვის გადამწყვეტი ხერხი? და სხვა.მოსწავლეების მიერ შექმნილმა პრეზენტაციებმა წარმოშვა სადისკუსიო საკითხები.რომელზწც თითოეული მოსწავლე ცდილობდა დაეფიქსირებინა თავიანთი არგუმენტირებული პასუხი.აღსანიშნავია რომ.ეს თემები არ ისწავლება არც ერთ საგანში და ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი რომ მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს სხვადასხვა საგნის ცოდნა და ამ ცოდნის ერთმანეთტან ინტეგრირება.ჩვენ კიდევ ბევრ სხვა აქტივობას ვგეგმავთ ამ კუთხით,მაგრამ აქ კი მინდა ავღნიშნო კეცხოველის პროექტში ჩართვამ არამარტო მოსწავლეთა ეკოლოგიური განათლების ზრდას შეუწყო ხელი,არამედ სკოლაში მთლიანად შეიცვალა მიკროკლიმატი.ბავშვების ფანტაზიას და იდეებს არ აქვს საზღვარი,რაც ნამდვილად სასიხარულო და მოსაწონია.


 პრაქტიკული სამუშაო:"ქვეწარმავლების დაცვა ხელოვნური ეკოსისტემების შექმნით"

მეექვსე კლასელებმა განახორციელეს პროექტი ქვეწარმავლების ბიომრავალფეროვნების დაცვა.ამ.პროექტის დასკვნითი აქტივობა იყო ხელოვნური ეკოსისტემების შექმნა ქვეწარმავლების ბიომრავალფეროვნებისათვის.წინსწრებით ბავშვებმა მოაგროვეს პრაქტიკული სამუშაოსათვის საჭირო ყველა მასალა.გაკვეთილზე მოხდა ჯგუფების გადანაწილება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.ჯგუფებში მოსწავლეებმა იმსჯელეს იმაზე თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა,რატომ იქნება აქტუალური მათ მიერ შექმნილი ეკოსისტემის მოდელი,რა სარგებელს მოიტანს ეს ბუნებისათვის,ხომ არ დაარღვევს ხელოვნურად შექმნილი ეკოსისტენა ბუნებრივ ბალანს.მოსწავლეებმა მონდომებით იმუშავეს და ცდილობდნენ რომ მათ მიერ შექმნილი მაკეტი მაქსიმალურად ყოფილიყო დაახლოებული რეალურ ბუნებრივ პირობებს.ასეთი ტიპის სამუშაოს ბავშვები ასრულებენ ხალისით,მონდომებით.ეს არამარტო ხელს უწყობს მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას,არამედ ხდება ცოდნის ტრანსფერი და თანამშრომლობითი კულტურის დახვეწა. ,მოსწავლეებისაგან წამოსული იდეის  ტანახმად სკოლის ლაბორატორიაში შევქმენით ბიმრავალფერობნების კუთხე .



 ტრენინგი თემაზე :"კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციის გავრცელება"

ნიკო კეცხოველის პროექტის პორტალის დახმარებით ბავშვებმა გაეცნენ კენწერო ჯიზე გამოქვეყნებულ სხვადასხვა ტრენინგმოდულებს.ერთ-ერთი ასეთი ტრენინგმოდული იყო კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციის გადაცემა.რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებელი იყო მცირე ქვიზის გავლა .ქვიზის გავლით მოსწავლეებმა შეძლეს ცოდნის დადგენა საკითხის ირგვლივ.ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები.დაამუშავეს რა არსებული ინფორმაცია,დაგეგმეს და განახორციელეს პრაქტიკული აქტივობა.პრაქტიკული აქტივობის მიზანს წარმოადგენდა რომ მათ პრაქტიკული ქმედებებით ჰქონოდათ შესაძლებლობა დაკვირვენოდნენ ხდებოდა თუ არა ინფორმაციის დამახინჯება ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემისას.ასევე ემსჯელათ თუ რამდენად არიან ისინი დაცული არასწორი ინფორმაციის ზემოქმედებისკან რომელიც ინტერნეტსივრცეში ვრცელდება.აქტივობამ მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართილობით,მათი აქტიური მონაწილეობით  განხორციელდა.მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნები,არგუმენტირებულად იმსჯელეს და შეძლეს პასუხი გაეცათ ბევრ საინტერესო კითხვაზე.სამომავლოდ,ბავშვები კიდევ გეგმავენ გაეცნონ კენწრროს აქტივობებს და მოახდინონ მათი პრაქტიკაში რეალიზება.



 პროექტი:"გენდერული თანასწორობა და თანამედროვე საზოგადოება"

პროეექტი :"გენდერული თანასწორობა და თანამედროვე საზოგადოება" დაიგეგმა და განხორციელდა მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შორის.პროექტი ხანგრძლივობა იყო ორი კვირა.პროექტი რამდენიმე აქტივობისაგან შედგებოდა მათ სორის იყო ინფორმაციის მოძიება,გადამუშავება და პროექტის დასკვნითი ღონისძიებისათვის პრეზენტაციის მომზადება.მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფორმატი საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩიეს.ზოგმა მათგანმა შექმნა ელექტრონული პრეზენტაცია,ბევრმა კი შექმნა პოსტერები.პროექტში ჩარტული იყო მეშვიდე კლასის ყველა მოსწავლე ,სულ 27 მოსწავლე.დასკვნით რონისძიებაზე მოსწავლეების მიერ წარმოდგენილმა მასალამ გამოიწვია დისკუსია,კერძოდ შეეხო თანამედროვე საზოგადოებაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებს.მოსწავლეთა მოსაზრებებით სამწუხაროდ ამ ტერეოტიპებისაგან არც სკოლა არის თავისუფალი და არც მედია საშუალებები.მოსწავლეებმა არგუმენტირებულად იმსჯელეს ამ საკიტხის ირგვლივ და სამომავლოდ მათ არ გაუჭირდება ისეთი ტერმინების დეფინიცია როგორიცაა გენდერი;გენდერული თანასწორობა;გენდერული სტერეოტიპი;გენდერული დისკრიმინაცია;მეცნიერული ფაქტები ვაჟებისა და გოგონების ფიზიოლოგიიის საკითხებში;საკანონმდებლო ჩარჩო გენდერული ტანასწორობის შესახებ და სხვა.მოსწავლეებმა პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე ერთგვარი რეკომენდაციებიც კი გასცენ ,რასაც შეჯამებული ვერსიით წარმოვად აქ:უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავში შევძლოთ გენდერული სტერეოტიპის დარღვევა;კარგი იქნება ტუ ბევრი  ინტერაქტიური ღონისძიებების მოწყობა ,ხელს შეუწყობს საკითხის ირგვლივ საზოგადოებასი ცოდნის ამაღლებას;კარგი იქნება თუ საკანონმდებლო ნორმატიული აქტები გენდერის შესახებ იქნება გამოკრული ტვალსაჩინო ადგილას და სხვა




 "წიგნებში გაცოცხლებული ბუნების პერსონაჟები"

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობა ძალიან დიდი მონდომებით აღინიშნა მეოთხეკლასელებთან.ლიტერატურულ საღამოზე ბავშვებმა წაიკითხეს ნაწყვეტები სხვადასხვა მხაყვრული ლიტერატურის ნაწარმოებიდან,რომელიც ეხებოდა ბუნებას.წიგნის კითხვისას უხვად შეიძლება წავაწყდეთ ბუნებაში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების ხატოვან აღწერას.ეს განსხვავებულ ემოციებს აღზრავს მოზრდილებში.მნიშვნელოვანია მოსწავლემ სწორად გაიაზროს წაკითხული 

ამიტომ არანაკლებ მნიშვნელოვანია წაკითხულის შემდეგ მოსწავლემშეძლოს არგუმენტირებული და დასაბუთებული მსჯელობა საკუთარი დამოკიდებულებების გამოსახატად.ლიტერატურულმა საღამომ და მოსწავლეთა აქტივობამ თვალსაჩინოდ დაგვანახა რომ ბავშვებს არ უჭირთ წაკიყხულის გააზრება,მეტიც მათ თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი აზრების გამოხატვა.

მსჯელობისას გამოიკვეთა ,რომ მოსწავლეები ითავისებენ ადამიანის როლს ბუნებაში,იციან რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანმა შეცვალოს თავისი მომხმარებლური დამოკიდებულება რაციონალური ქმედებებით.ეს პირველ რიგში სასარგებლო იქნება თვითონ ადამიანისათვის.და ბოლოს ასეთი აქტივობები ხელს უწყობს ხარისხიანი განათლებისა და ბუნებისადმი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში,პატრიოტუზმის გაღვივებაში.