როგორც წინა აქტივობის აღწერისას ავღნიშნეთ ჩვენ სკოლაში დაიწყო საგანმანათლებლო კამპანია "მდგრადი განვითარების მიზნების" ირგვლივ ინფორმატიულობის დონის ამაღლების კუთხით.პირველი კვირეული დაეთმო პირველ მიზანს"არა სიღარიბეს".ეკოკლუბის წევრების მიერ ჩატარებული გაკვეტილის შემდეგ მეხუთეკლასელებს მიეცატ დავალება სახლში მოემზადებინათ სტატია თემაზე :"არა სიღარიბეს".სტატიაში უნდა ყოფილიყო აღწერილი და ჩამოყალიბებული ხედვა იმისა თუ რა შეიზლება მოსწავლემ გააკეთოს ,რომ შევძლოთ ვიცხოვროთ ისეთ გარემოში სადაც დამარცხებული იქნება სიღარიბე.ყველაზე გასახარელი მომენტი არის ის რომ ბავშვები თითქმის დაეთანხმნენ ერთმანეთს,რომ თუ სათანადო განათლებას მივიღებთ შევძლებთ ვიყოთ ძლიერები და ღირსეული ადგილი დავიკავოთ საზოგადოებაში,ასევე შევძლებთ სხვის დახმარებას.არანაკლებ საგულისხმო იყო ის ფაქტი,რომ ბავშვებმა გაამახვილეს ყურადღება იმაზე ,რომ აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა საშუალება ,რომ მივეხმაროთ მათ ვისაც დახმარებს სჭირდება.დღეს მეხუთე კლასში მოვახდინეთ ბავშვების მიერ შექმნილი სტატიების პრეზენტაცია,თითოეულმა მათგანმა შეზლო კლასის წინაშე და ეკოკლუბელების თანდასწრებით თავისი ნააზრევის გასაჯაროვება.ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი გამოდგა ასეტი აქტივობა ბავშვებისათვის.
No comments:
Post a Comment