ეკო-საგანმანათლებლო ლექცია სემინარი: "იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები"
ნოემბრის თვეში სსიპ ქ.ქუთაისის N13 საჯაროს სკოლას ეწვია იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების თანამშრომლები.მათ მიერ ჩატარებულ იქნა ლექცია-სემინარი თემაზე "იმერეთის მღვიმეები".ბავშვებმა მოისმინეს,რომ მღვიმეები განსაკუთრებული ეკოსისტემებია,რომლებიც თავისთავადად ულამაზეს მიწისქვეშა სამყაროს ქმნის თავისი უნიკალური ფლორითა და ფაუნით.იმერეთი განსაკუთრებით მდიდარია კარსტული მღვიმეებით.რომელთაგანაც ,დღეს განსაკუთრებულად შესწავლილია სათაფლიის მღვიმე.შეხვედრის ლექციური ნაწილის მოსმენის შემდეგ,მოსწავლეებმა ბევრი კითხვა დაუსვეს სტუმრებს.ძირითად მათ აინტერესებდათ თუ როგორ ხდება მღვიმეების შესწავლა?რა დონეზეა საქართველოში გავრცელებული სპელეოტურიზმი?არის თუ არა აღმოჩენილი კიდევ ახალი მღვიმეები?იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელობამ მოსწავლეებს შესთავაზა ,რომ თუ მატი სურვილიც იქნებოდა მოეწყობოდა გასვლითი აქტივობა რომელიმე მღვიმეში დასათვალიერებლად,რამაც ბავშვები ძალიან გაახარა და დაიგეგმა კიდეც ასეღი აქტივობა დეკემბრის თვის პირველ ნახევარში.
No comments:
Post a Comment