Saturday, 3 December 2022

 გაამწვანე სკოლის ეზო

კიდევ ერთმა ჯგუფმა აიტაცა ჩვენი ეკოკლუბელების იდეა სკოლის ეზოს გამწვანებასთან დაკავშირებით.ამ ეტაპზე ამ საქმეში მეხუთე კლასელები ჩაერთნენ.კი მართალია უკვე ზამთარი დაიწყო ,მაგრამ ქუთაისში მაისივით ამინდებია.ბავშვებს ამ საქმეში მანდატურები და სკოლის მნეც დაეხმარა.სკოლის ეზოში ნარგავების დარგვა მშობელთა თანადგონით განხორციელდა.მოხდა ნერგების შეძენა.ნარგავების დარგვით ბავშვებმა გამოიმუშავეს პტაქტიკული უნარჩვევები ,თუ როგორ უნდა მცენარეების დარგვა განაშენიანება.რამოდენა უნდა იყოს ორმო?სადაც ხდება ნარგავის დარგვა.როგორ უნდა განათავსო ნარგავი ორმოში.აგრეთვე გარდა პრაქტიკული უნარებისა ,მათ შეძლეს ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობითი უნარების დახვეწა.

უმთავრესი კი ამ აქტივობაში არის ის რომ იდეა რომელიც ეკოკლუბელებმა წარმოთქვეს და თავიანთი ქმედებებით დაანახეს სასკოლო საზოგადოებას მოწონებული და მზარდაჭერილია.თანადგომა,თანამშრომლობა,ურთიერთპატივისცემა ბევრ საინტერესო და სასარგებლო საქმეს გაგვაკეთებინებს.

No comments:

Post a Comment