აქცია-მარათონი:"არა შიმშილს"
ჩვენს სკოლაში ფართოდ გაშალა ფრთები ჩვენი ეკოკლუბელების საქმიანობამ.ორშაბათიდან დაიწყო აქცია,რომელიც ითვალისწინებს შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი თანაქალაქელების დახმარებას საკვებით და პირველადი მოთხოვნილების საგნებით.ეკოკლუბის წევრებმა სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ყველა კლასში გამოაცხადეს აქცია-მარათონის დაწყების შესახებ.პირობა იყო კლასების მიხედვით მომხდარიყო საკვები პროდუქტების შეგროვება.შეგროვება კი მოხდებოდა სკოლის ბიბლიოთეკაში.ეკოკლუბელებმა კონსულტაცია გაიარეს სკოლის ადმინისტრაციასთან თუ როგორ მოეხდინათ პროდუქტების განაწილება.სკოლის დირექტორმა დაუკავშირდა ადგილობრივი თვითმართველობის ტერიტორიულ ორგანოს მუნიციპალიტეტს და აუწყა რომ სკოლაში სამშაბათსა და ოთხშაბათ დღეს მოეწყობოდა აღნიშნული აქცია და დახმარებოდა პროდუქტების ადრესატამდე მიწოდებაში.აღნიშნული აქციები მოსწავლეებში გააღვივებს თანაგრძნობის უნარს,მათ გაუჩნდებათ სურვილი რომ საკუთარი ქმედებებით სარგებელი მოუტანონ საზოგადოებას.გარდა ამისა,ეს კარგი მაგალითია სხვა ადამიანებისათვის,რატა მათაც გაუჩნდეთ მსგავსი სურვილები.ეს აქტივობა ზუსტად ასახავს იმ მიზანს რასაც მოაზრებს მდგრადი განვითარების მეჩვიდმეტე და მეორე მიზანი.თუ ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ შიმშილის აღმოსაფხვრელად,ჩვენს გვერდით აღარ იქნებიან ადამიანები უკიდურესად შეჭირვებულები და შიმშილის პირას მყოფნი.
No comments:
Post a Comment