ეკომარათონი:"ჩააბარე მაკულატურა გადაარჩინე ბუნება"
მაკულატურა არის ადამიანის მიერ გადაგდებული ნარჩენების მნიშვნელოვანი ნაწილი,რომელიც ერთგვარ დაღად ადევს კაცობრიობას.მაკულატურის ჩაბარებისა და შეგროვების ეკომარათონის აქციას წინ უძღოდა სხვადასხვა ტიპის ნარჩენების მართვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ბავშვებისათვის.ქუთაისის საკომპოსტე ცენტრის მონახულების შემდეგ მატ შეექმნატ შთაბეჭდილება იმის შესახებ თუ რა არის ცირკულარული ეკონომიკა.როგორ ხდება სხვადასხვა ტიპის ნარჩენების გადმუშავება და მათი მეორადი გამოყენება.გამონაკლისს არც მაკულატურა წარმოადგენა.ყოველი გაჩეხილი ხის უკან დგას ქაღალდის ფურცელი,გაზეთუ თუ მუყაოს ყუთი და კიდევ ბევრი რამ.ეკოკლუბის წევრების მიერ წინსწრებით პარასკევ დღეს მოხდა სკოლის ფოიეში განცხადების განთავსება რომლის თანახმადაც ცადდებოდა კონკურსი სხვადასხვა კლასებს შორის შეჯიბრი თუ რომელი ჯგუფი უფრო მეტ მაკულატურას შეაგროვებდა.ასეთი ტიპის აქტივობები მოსწავლეებს უღვიძებს მოტივაციას,აძლევს სტიმულს რომ საკუთარი ქმედებით სარგებელი მოუტანოს საერთო საქმეს.ამ კონკურსს ლაიტმოტივად გასდევს სლოგანი;"ძალა ერთობაშია".და მართლაც ერთობასია რადგან ფაქტობრივად 100 კგ შეგროვებული მაკულატურა ნისნავს ერთ გადარჩენილ ხეს.
No comments:
Post a Comment