კონფერენცია:"წითელი წიგნი"
3 ოქტომბერს ქ.ქუთაისი N 13 საჯარო სკოლის მეოთხე კლასელებთან ჩატარდა კონფერენცია თემაზე :"წითელი წიგნი".კონფერენციის მიზანი იყო პრაქტიკული აქტივობებში მონაწილეობით მოეხდინათ თავიანთი კვლევითი უნარების დემონსტრირება.აღსანიშნავია ,რომ აქ ატივობაში აქტიურად ჩაერთო სსსმ მოსწავლე,რომელმაც სპეცმასწავლებლის დახმარებით თვითონაც შექმნა პროდუქტი.მეოთხე კლასელებმა შექმნეს წითელი წიგნი საკუთარი ძალებით.აღსანიშნავი რომ ეს წიგნი შეიძლება მრავალჯერადად გამოვიყენოთ სხვა ჯგუფებშიდაც.დავამატოთ გვერდები და შევავსოთ სიახლეებით.ამ აქტივობის განხორციელებით მოსწავლეებმა გაიგეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრება,რატომ უნდა მოხდეს თითოეული ადამიანის მიერ თავისი საქმიანობის ისეთი დაგეგმვა რომ მან არ დააზიანოს ბუნება და არ გაანადგუროს მისი ბიომრავალფეროვნება.მსგავსი ტიპის აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარებს,უვითარებს ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს რა ც ხარისხიანი განათლების ქვაკუთხედად მიიჩნევა.
No comments:
Post a Comment