კომპლექსური დავალება:"საარსებო გარემო"
მეექვსე კლასში გვაქვს თემა "საარსებო გარემო"თემის ირგვლივ ჩვენ ვეცნობით თუ რა არის საარსებო გარემო.როგორ ეგუება სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმი საარსებო გარემოს.რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანმა მოუაროს და გაუფრთხილდეს საარსებო გარემოს.თემის დასრულების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ სხვადასხვა მასალის გამოყენებით შეგვექმნა სხვადასხვა საარსებო გარემოს მაკეტი.მოსწავლეებმა დიდი მონდომებით აიტეცეს ეს იდეა.წინსწრებით მოვიმზადეთ სხვადასხვა მასალა:პლასტელინები,კარტონის ყუთები,საღებავები,პენოპლასტი,თამაშირი სხვადასხვა მცენარის ტოტები და სხვა მასალები.ჯგუფი გავყავით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 5 ჯგუფად. თითოეულმა ჯგუფმა აირჩია კონკრეტული საარსებო გარემო.თავდაპიველად გუნდის წევრებნმა იმსჯელეს თუ რა და როგორ გაეკეთებინათ,ხოლო შემდეგ კი დაიწყო შემოქმედებითი ფაზა მუშაობის.მოსწავლეებმა ძალიან წარმატებულად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას.შეიქმნა სხვადასხვა საარსებო გარემოს მაკეტები,რომელთა პრეზენტირება განახორციელეს ჯგუფის ლიდერებმა.ვფიქრობ ასეთი ტიპის აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს შემოქმედებით,კრიტიკული აზროვნების უნარებს ,აგრეთვე ხდება თანამშრომლობითი უნარების დახვეწა.
No comments:
Post a Comment