Tuesday, 6 December 2022

 სასკოლო კონფერენცია:"გლობალური დათბობა-მიზეზები და საფრთხეები"

თემა  : გლობალური დათბობა-- მიზეზები და საფრთხეები.

 მიზანი : მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.მოსწავლეები  იმსჯელებენ გლობალური  დათბობის შესახებ .გამოთქვამენ თავის მოსაზრებებს საქართველოში ამ პრობლემით გამოწვეული საფრთხეების შესახებ.დაასაბუთებენ ბუნებაზე ზრუნვის სასიცოცხლო მნიშვნელობას.                                                                                                                                              

კონფერენციაში აქტიურად ჩაერთვნენ ქრთული და რუსული სექტორის მოსწავლეები.მათ  წარმოაჩინეს მასალის სრულყოფილი  ცოდნა და შესანიშნავი პრეზენტაციის უნრი .

 კონფერენციის თემას და მსვლელობას, დამსწრე საზოგადოება (მოსწავლეები ,მასწავლებლები,მშობლები)გაეცანენ „PowerPoint Presentation „-ში აწყობილი  სლაიდებით.

    პრეზენტაციებს შორის  მოსწავლეები გამოთქვამდნენ მოსაზრებებს , ინიშნავდნენ ახალი და საინტერესო მასალას.

   კონფერენციის პრაქტიკულ ნაწილში, მონაწილეების მიერ შეიქმნა  იმიტირებულ დედამიწაზე(დიდი ბურთი) რომელზეც მიწებებული  იყო სხვადასხვა სახის ნივთები და ნარჩენები(პოლიეთილენის პარკები,ბოთლები,მუყაოს პატარა კოლოფები და ა.შ)მოსწავლეებში გაიმართა დებატები ,იმის თაობაზე თუ რას ნიშნავდა მოწოდებული დედამიწის მაკეტი. შემდეგ გამოთქვეს თავისი სურვილები დედამიწის გადასარჩენად და დააწერეს მას.ასევე მოსწავლეებმა გააკეთეს ფლაერები დედამიწის გამოსახულებით და წარწერით:’გაუფრთხილდეთ,როგორც ყველაზე ძვირფასს“ „შენი და მომავალი თაობის  სიცოცხლე შენს ხელშია“ „ნუ დააბინძურებთ  დედამიწას!!!’ და კონფერენციის შემდეგ დაურიგეს სკოლის მოსწავლეებს.

კონფერენციის მსვლელობისას წარმართულ აქტივობაში მასწავლეთა ჩართულობა მაღალი იყო და ჩვენს მიერ დასახული მიზანიც მიღწეული იყო.

      აღნიშნული აქტივობის  დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს  არსებული თანამშრომლობითი გარემო,რომ არცერთი მოსწავლე და არცერთი მოსაზრება არ დარჩენილა უყურადღებოდ. გამოყენებული  ელექტრონული რესურსები : ვიდეო და პრეზენტაცია.ყოველივე ამან განაპირობა ახალი ინფორმაციის  აღქმა, ხელი შეუწყო  ახალი ცოდნის კონსტრუირებას დამსწრე საზოგადოებაში და დასახულ მიზანზე გასვლა.

No comments:

Post a Comment