Tuesday, 6 December 2022

 თავისუფალი გაკვეთილი თემაზე:"მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა"

ნიადაგი, ჰაერთან და წყალთან ერთად დედამიწაზე სიცოცხლის განმაპირობებელია. კაცობრიობა სხვა გარემოსდაცვით პრობლემასთან ერთად, ნიადაგის შეუქცევადი დაზიანების წინაშეც აღმოჩნდა. ხდება ნიადაგების გაუდაბნოება. გაუდაბნოება კი მიწის დეგრადაციაა. ადამიანის ზემოქმედების შედეგად ბევრი მიწები განიცდიან გაუდაბნოებას. ამიტომ, სკოლაში ესგ-ით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამის გარდა საჭიროა მოსწავლეებში გავზარდოთ ინფორმატიულობის მაჩვენებელი სხვადასხვა ეკოლოგიური პრიბლემის მიმართ.ამ თავისუფალი გაკვეთილის მიზანი სწორედ ის იყო რომ მოსწავლეები გაცნობოდნენ მიწის მართვის საკითხებს და იმ პრობლემებს რომელიც გამოიწვია ადამიანის მავნე ზემოქმედებამ ბუნებაზე.მოსწავლეებმა მოახდინეს სამხრეთ ამერიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის სტეპის ზონის შედარება, გამოკვეთეს მათი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, ისაუბრებს ამ ზონის პრობლემასა და გადაჭრის გზებზე. გაუდაბნოების არეალები ფართოვდება და შესაბამისად მარცვლოვანი კულტურები რომელიც სწორედ ამ ზონაში მოდის პრობლემა ექმნებათ.სწორედ ეს ზონა არის მსოფლიოსთვის უდიდესი ბეღელი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი მათი დაცვა ზედმეტი გადამუშავებით, მუდმივი ანთროპოგენური ზემოქმედებით, სასუქების და ა. შ. ზემოქმედებით ადამიანი აყენებს ზიანს, რომელიც შეუქცეველი პროცესი გახდა და სწორედ მათ სჭირდებათ დაცვა, რათა ნიადაგის დეგრადაციის პრიცესები რომლებიც აქტიურად მიმდინარეობს ამ რეგიონში გაუდაბნოების პროცესს არ შეუწყოს ხელი.იქვე გაკვეთილზე მოხდა მობილური ტელეფონების გამოყენებით საქართველოში არსებული მიწის დეგრადაციის ფაქტების მოძიება.კერძოდ,დედოფლისწყაროს,გარდაბნის და ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებული მიწის რესურსების დეგრადირების პროცესი,რაც გამოწვეული არის პესტიციდებისა და სინთეზური სასუქების არასწორი გამოყენება.ვფიქრობ,გაკვეთილის მიზანს მივაღწიეთ,ამის თქმის უფლებას მაძლევს მოსწავლეთა აქტიურობა,მათი არგუმენტირებული მსჯელობა ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ.

No comments:

Post a Comment