გასვლითი პროექტი :"დაცული ტერიტორიები"
2022 წლის 22 ოქტომბერს მეოთხეკლასელებთან ერთად ვეწვიეთ სათაფლიის ნაკრძალი.ბავშვებს წინსწრებით ჰქონდათ მოძიებული ინფორმაცია დაცული ტერიტორიების შესახებ.ისაუბრეს თუ რას ნიშნავს დაცული ტერიტორიები?რომელი დაცული ტერიტორიები არსებობენ იმერეთის რეგიონში?აგრეთვე წარმოადგინენ ინფორმაცია სათაფლიის ნაკრძალის შესახებ.მათ მივაწოდე ინფორმაცია პეტრე ჭაბუკიანის შესახებ,რომელიც ითვლება სათაფლიის მღვიმის აღმომჩენად,ცნობილ ქართველი მხარედმცოდნედ და მკვლევარად.მოვინახულეთ სათაფლიის მღვიმე.ბავშვებს ვესაუბრე მღვიმის მნიშვნელობაზე,აგრეთვე გავაცანი ინფორმაცია,რომ არსებობს მედიცინის დარგი ,რომელიც მღვიმეების სამედიცინო მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტებს.მსგავსი ტიპის აქტივობები მოსწავლეებს განსაკუთრებით უყვართ,რადგან არაფორმალურ გარემოში ისინი თავს გრძნობენ თავისუფლად,უშიშრად გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს.ახდენენ ერთმანეთისატვის ნახულის ირგვლივ მოსაზრებებს გაზიარებას,ეცნობიან საკუთარი სამშობლოს ბუნებას და ღირშესანიშნავ ადგილებს.სწორედ ასეთი აქტივობების განხორციელებისას მოსწავლეებს უვითარდებათ თანამშრომლობითი უნარები,ახდენენ საკუთარი ცოდნის პრაქტიკულად რეალიზებას ,რაც ხარისხიანი განათლების ქვაკუთხედია.მოსწავლეებმა წარმოთქვეს იდეა ,რომ სამომავლოდ დაგვეგეგმა ასეთივე აქტივობა ოღონდ პრომეთეს მღვიმეში
No comments:
Post a Comment