ტრენინგი დებატებით თემაზე:"ბავშვთა დაცვის კონვენცია"
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებათა კონვენციამ“ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც - ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. 20 ნოემბერი კონვენციის მიღების დღეა.ამ თემასთან დაკავშირებით,მე-8 კლასელებთან ეკოკლუბის წევრებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე:"ბავშვთა დაცვის კონვენცია"მოსწავლეებს მომზადებული ჰქონდათ პრეზენტაციები,რომლებიც ინფორმაციული ხასიათის იყო.ინფორმაციის წარდგენის შემდეგ,გაიმართა დისკუსია-დებატები.მშვიდობიანი გარემო,სამართლიანი დამოკიდებულება,ძლიერი სკოლა,ძლიერ ოჯახები,სახელმწიფო სტრუქტურები ქმნიან ძლიერ საზოგადოებას სადაც ადამიანები და უპირველესად ბავშვები თავს გრძნობენ ბედნიერად და ხალისიანად გრძნობენ.გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია,სადაც ბავშვები არგუმენტირებულად ასაბუთებდნენ თავიანთ მოსაზრებებს.
No comments:
Post a Comment