18 ოქტომბერს სსიპ ქ.ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში ჩატარდა გასვლითი პროექტი "ქუთაისის ბოტანიკური ბაღი".პროექტის ფარგლებშიბავშვებმა მოიძიეს ინფორმაცია ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ისტორიისა და მასში მობინადრე მცენარეების ბიომრავალფეროვნების შესახებ,რომელიც წარმოადგინეს ბოტანიკური ბაღის ამფიტეატრში.აქვე მათ გაესაუბრათ ბოტანიკური ბარის გიდი,რომელმაც ბავშვებს ესაუბრა ბოტანიკური ბარის მნიშვნელობაზე,იმ იშვიათად მცენარეებზე ,რომლებიც ხარობს ბოტანიკურ ბაღში.მან მოუთხრო ბავშვებს ,რომ ის მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე და თავისი ხანდაზმულობისა და გეგმარების თავისებურების გამო საბაღო-საპარკო მშენებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტად ითვლება. გარდა ამისა იგი სუბტროპიკული ხეებისა და ბუჩქების ინტროდუქციის ერთ-ერთ პირველ პუნქტს წარმოადგენს იმერეთში. გიდმა მოუწოდა ბავშვებს ,რომ გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და მუდმივად იზრუნონ ბუნების დაცვაზე.აღნიშნული პროექტი ემსახურებოდა მდგრადი განვითარების მიზნების ხარისხიანი განათლება და დედამიწის ეკოსისტემები გაცნობას.
No comments:
Post a Comment